ბრიტანულმა Vogue-მა Demnagram-ის შემქმნელის – საბა ბახიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი მკითხველს აცნობს ადამიანს, რომლის ინსტაგრამმა იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა, რომ საბოლოოდ ის Balenciaga-ს გუნდს თანამშრომლის სტატუსით შეუერთდა. 

“არაერთი ადამიანი მეუბნება, რომ ახალგაზრდა დემნას ვგავარ და ვფიქრობ, ისიც საკუთარ თავს ხედავს ჩემში. სწორედ ამიტომ ვეკიდები განსაკუთრებული მონდომებით ჩემს თანამშრომლობას Balenciaga-სთან, არ მინდა, რომ დემნას ოდესმე გავუცრუო იმედი.” – აღნიშნავს საბა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში.