ბრედ პიტსა და რომაული ბრენდის, Brioni-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა – ჰოლივუდის ლეგენდამ კაფსულა კოლექცია შექმნა. 57 წლის მსახიობი დიზაინერის ამპლუაში პირველად ვიხილეთ.

7 ნივთიანი კოლექციის სახელია “BP Signature” და მასში პიჯაკები, ქურთუკები, მაისურები და ჟაკეტი შედის. აღნიშნული სამოსი მთლიანად ერგება ბრედის სტილს, მეტიც, ერთ-ერთი ლუქი პიტის 2020 წლის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ლუქების პროტოტიპია. გასულ წელს, მსახიობმა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის “ერთხელ ჰოლივუდში” საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

“ძალიან სასიამოვნო იყო ბრედთან მუშაობა”, განაცხადა Norbert Stumpfl-მა, ბრიონის დიზაინ გუნდის დირექტორმა, “ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა მარადიული, კომფორტული და ელეგანტური სამოსი და ვფიქრობ, ეს იდეალურად შევძელით”.