ფრანგული მოდის სახლის ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას შემოქმედება კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

Sneakerhead – ასე ჰქვია ჩანთების კოლექციას, რომელიც ბალენსიაგამ გაყიდვაში სულ რამდენიმე დღის წინ გამოუშვა. პროდუქტის განსაკუთრებულობა და ირონიულობა მის შთაგონებაშია, რომელიც შეხედვისთანავე ადვილი შესამჩნევია. გვასალიას ინსპირაცია ბალენსიაგას პოპულარული სნიკერებია. ახალი ჩანთები დამზადებულია ხელოვნური ტყავისგან და მათი ღირებულება 650 ევროდან, 1550 ევრომდე მერყეობს.

მას შემდეგ, რაც ბალენსიაგამ 2017 წლის იანვარში, სპორტული ფეხსაცმლის მოთხოვნადი მოდელი, Triple S წარადგინა, სნიკერები ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და კომერციულად მომგებიანი მიმართულება გახდა.


Balenciaga Triple S Sneaker
Balenciaga Track Sneaker
Balenciaga Tyrex Sneaker