ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი დილაობით სამოსის შერჩევაა. რა ჩავიცვათ სამსახურში, საქმეებზე თუ მეგობრებთან შეხვედრაზე – ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ხშირ შემთხვევაში რთული გადასაწყვეტია. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაში გვეხმარება კაფსულა გარდერობის შექმნა. კაპსულა გარდერობის იდეა საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, თუმცა ის ბოლო წლების განმავლობაში ბევრად ტრენდული გახდა. რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; მოსახერხებელი და კომფორტული სამოსის გაერთიანებით კაფსულა გარდერობის მიზანი ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივება, სტილის გაუმჯობესება და ხარისხიან სამოსში ინვესტირებაა.

ახალი სეზონის მოსვლასთან ერთად, გარდერობის განახლება ყველას გვიწევს. შესაბამისად, ყველას გვჭირდება მრავალფუნქციური და მოდური ნივთები, რომლებსაც სხვადასხვა გარემოებებს იდეალურად მოვარგებთ და ამით შევძლებთ შევქმნათ იდეალური საშემოდგომო კაფსულა კარდერობი სუსხიანი ამინდებისთვის.

გთავაზობთ რამდენიმე ნივთს, რომელსაც ნახავთ Zara.com.ge-ზე ან Zara-ს ფიზიკურ მაღაზიებში თბილისის მასშტაბით: 

ორმხრივი ქურთუკი

კლასიკური შავი ქურთუკი ცივი ამინდებისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი სტილის მქონე ადამიანისთვის. საინტერესო დეტალები საყელოსა და მკლავებზე შესანიშნავად ეხმაურება თანამედროვე ტრენდებს, თუმცა მსგავსი სადა დიზაინის ტყავის და ბეწვის შემცვლელის ნივთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური.

კოვბოის სტილის ფეხსაცმელი

კოვბოის სტილის ფეხსაცმელი ნებისმიერი თანამედროვე ქალის გარდერობში აუცილებლად იპოვის ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი ახლა ძალიან ტრენდულია, ის კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებს აქტუალურობას. კლასიკური, თუმცა გამორჩეული დიზაინი შესანიშნავი ინვესტიციაა შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის.

კლასიკური სილუეტის შარვალი

კლასიკური შარვალი მრავალფუნქციური და მოდური დანამატია თქვენი გარდერობისთვის. ნებისმიერ მაისურთან ან თეთრ პერანგთან ერთად, მსგავსი შარვალი ტრენდულად და მოდურად გამოიყურება.

ტყავის ბლეიზერი

შავი ტყავის შემცვლელის ბლეიზერი კვლავ ინარჩუნებს ტრენდულობას და ნელ-ნელა კლასიკადაც იქცა. “ოვერსაიზ” სტილი საშუალებას გვაძლევს ბლეიზერი სხვადასხვა სამოსთან თავისუფლად შევახამოთ, შავი ფერი კი, ნებისმიერ ფერთა გამას იდეალურად მოერგება.

კლასიკური ტრენჩი

კლასიკური სტილის ტრენჩი მრავალფუნქციური და მუდმივი ნივთია, რომელიც მოდიდან არასდროს არ გადადის და ნებისმიერი ადამიანის სტილს მოერგება. შესანიშნავ ვიზუალთან ერთად კი აღნიშნული ტრენჩი თერმო და ქარგამძლეა.

ნაქსოვი კარდიგანი

ნაქსოვი ნივთები სეზონის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. კარდიგანი კი მრავალფუნქციური და კომფორტული ნივთია, რომელის შეხამებასაც სხვადასხვა ნივთებთან თავისუფლად შეძლებთ. კარდიგანი ორ ფერში, რუხსა და კრემისფერშია ხელმისაწვდომი, რაც ყველას გვიმარტივებს არჩევანის გაკეთებას.

შეგახსენებთ, რომ Zara-ს მაღაზიები მდებარეობს სავაჭრო ცენტრებში “მერანი”, სითი მოლი, ისთ ფოინთი და თბილისი მოლი. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს Zara.com/ge-ს.