ანუკი არეშიძე თავისი ჩაცმულობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველია. გარდა მისი შემოქმედებისა, დიზაიერის პერსონალურ სტილსაც ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. პირად ინსტაგრამზე თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერით და მრავალი გულშემატკივრით, ანუკი მოდის კვირეულების ქუჩის სტილის ნამდვილი ვარსკვლავია. მას შეუძლია მიმდინარე ტენდენციები ერთმანეთს შეუხამოს და ბუნებრივად მოირგოს ისინი – სწორედ ეს ხდის არეშიძის ლუქებს დასამახსოვრებელს.
ჩავთვალეთ, რომ საინტერესო იქნებოდა გაგვეგო თავად ვის სტილს გამოარჩევდა და რა მოსწონდა მასში.
ანუკი არეშიძისთვის ხუთი ყველაზე კარგად ჩაცმული ქალი
ქრისტინე ჩენტერა
„მის სტილზე შეყვარებული ვარ 2009 წლიდან, რაც მილანში დავფუნძდი და კვირეულებზე მომიწია აქტიურად სიარული, იქ შევამჩნიე მისი განსაკუთრებული, თითქოს მორიდებული, არა აქცენტირებული სტილი, არ უყვარს მკაფიო ფერები, ქრისტინეს ოდნავ მკაცრი და საოცრად სადა სტილი აუცილებლად დაამახსოვრდება ყველას, ვისაც კი ერთხელ უნახავს ის. განსაკუთრებით მომწონს მისი აქსესუარებთან ურთიერთობა.“
ჟან დამა
„ფრანგული სტილის ნამდვილი მაგალითი, თხელი ყვავილებიანი ბლუზა, ჯინსის მაღალწელიანი შარვალი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, თითქოს უბრალო, თუმცა ის ძალიან საინტერესოდ აკეთებს ამ ყველაფრის ნაზავს.“
ჯულია პელიპასი
„მისი მამაკაცური მკაცრი სტილი , დეტალები, რომელიც ცოტა დამალული აქვს ხოლმე და კარგად უნდა დააკვირდე რომ დაინახო. მაგალითად, შარვალს გვერდით რამდენი და როგორი ნაკერი აქვს. ძალიან სადა, მაგრამ საოცრად დასამახსოვრებელია მისი ყველა გამოჩენა კვირეულზე.“
ლუსი ჩოდვიკ
„ბრიტანელი, არტ გალერიის დირექტორი. ხშირად ურევს რამდენიმე განსხვავებულ სტილს ერთმანეთთან, მაგრამ ბრიტანულ ბეჟს და კოსნერვატიულთან წყობას არ ღალატობს, რაც ძალიან საინტერესოდ გამოიუყურება მის რამდენიმე სტილის ნაზავთან.“
ელინ კლინგი
„ტოტემის დიზაინერი, საოცრად ნაზი და საინტერესოა მისი თითქოს ერთფეროვანი, თუმცა ძალიან დახვეწილი სტილი, რომელიც უამრავ ადამიანშიც კი აუცილებლად შესამჩნევია.“