Lookfantastic – ის ახალი კვლევის მიხედვით, Hyram Yarbro ყველაზე პოპულარული და გავლენიანი კანის მოვლის გურუა ინტერნეტში. იუთუბერი და სოციალური ქსელების ვარსკვლავი განსაკუთრებული ნდობით და სიყვარულით 14-დან 35 წლამდე ადამიანებში სარგებლობს. ჰაირამის პოპულარობა ბოლო წელიწადნახევარში იმდენად გაიზარდა, რომ ახალგაზრდა ინფლუენსერთან კონტრაქტი გააფორმა კალიფორნიაში მდებარე ცნობილმა პიარ-სააგენტომ, United Talent Agency, რომლის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან:  ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და ენტონი ჰოპკინსი.

ჰაირამის გამომწერების რაოდენობა, სხვადასხვა პლატფორმებზე, 12 მილიონს აჭარბებს. მას შემდეგ, რაც იუთუბერმა Kosas-ის პროდუქცია ვიდეოში ახსენა, 48 საათში, ბრენდის გაყიდვები გასამმაგდა. Lookfantastic – ის მიხედვით, ჰაირამი არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ლიდერობს, არამედ Google -ის საძიებო სისტემაშიც, ის არის კანის მოვლის ინფლუენსერი, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ყველაზე ბევრი მომხმარებელი ცდილობს. ჰაირამს მეორე და მესამე ადგილებზე ჩამორჩნენ: Muneeb Shah და Victoria Lyn.

რაც შეეხება კანის მოვლის საშუალებების ბრენდს, The Ordinary -ის ბიუჯეტური ხაზი ძალიან დიდი უპირატესობით უსწრებს ყველა სხვა კონკურენტს. ცნობილი ხდება, რომ “ორდინარის” ძიების რეზულტატმა 37 მილიონი შეადგინა, რაც ოთხჯერ აღემატება მეორე პოზიციაზე დასახელებული ბრენდის, Neutrogena-ს შედეგს.

აღსანიშნავია, რომ წელს, კოსმეტიკური გიგანტი, ესტე ლაუდერი The Ordinary-ის მფლობელი კომპანიის, Deciem-ის საკონტროლო წილის მფლობელი 2.2 მილიარდ დოლარად გახდა. ლაუდერმა პოპულარული ბიუჯეტური ბრენდის მშობელი კომპანიის შეძენა 2017 წელს, 29%-იანი წილით შესყიდვით დაიწყო.