მოსკინომ რამდენიმე დღის წინ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია გაავრცელა, რომელშიც ტოპ მოდელები: ჯიჯი ჰადიდი, ირინა შეიკი და ჯოან სმოლსი მონაწილეობენ. კამპანია 80-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საპნის ოპერის “დინასტიას” შთაგონებით გადაიღეს. სერიალი დრამასთან და გლამურთან ასოცირებდა, რაც, შესაბამისად, კამპანიაშიც შეიმჩნევა. მოსკინოს კამპანია ლეგენდარულმა სტივენ მეისელმა გადაიღო, თმის სტილსტი კი გუიდო პალაუა, მაკიაჟზე პათ მაკგრათმა იზრუნა.

კამპანიის ვიდეოები ეპიზოდებადაა დაყოფილი, რომელიც შეგიძლიათ მოსკინოს ოფიციალურ საიტზე იხილოთ: Moschino.com/Campaign