ნიუ-იორკ პოსტის განცხადებით, ოთხშაბათს ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე ქეით მოსის ჩვენებას მოვისმენთ. ასევე ცნობილია, რომ ის სასამართლოს წინაშე ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვება. მისი პროცესში ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ემბერ ჰერდმა სასამართლოს მიმდინარეობის დროს მიცემულ ჩვენებაში ქეით მოსი ახსენა. 90-იან წლებში, როდესაც დეპი და მოსი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ყვითელ პრესაში გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ჯონი დეპმა ქეითზე ფიზიკურად იძალადა.
ჰერდმა ასევე აღიარა, რომ დეპს სილა გააწნა 2015 წელს მათ შორის ჩხუბის დროს. მისი თქმით, ეს დის დასაცავად გააკეთა, რადგან ეგონა, რომ ჯონი მას კიბეზე დააგორებდა. “არ ვიხევ უკან, არაფერს ველოდები. გონებაში მომენტალურად ქეით მოსი და კიბეები გამახსენდა და ხელი გავარტყი”, განაცხადა ჰერდმა.
მთავარი ჩვენებების მიცემის პროცესი სრულდება პარასკევს.