ქეით მოსი მეტია, ვიდრე სუპერმოდელი. მან გარდა იმისა, რომ ინდუსტრიაში, რომელიც სრულყოფილებას ეტრფოდა, შეცვალა აღქმა იმისა თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იდეალური მოდელი, შეძლო ქცეულიყო კულტურულ ფენომენად, რომელიც ოთხმოცდაათიანებში ფართო საზოგადოებას თაობის ხატად მოევლინა.

მოსით არამარტო მოდის დიზაინერები, რედაქტორები, ფოტოგრაფები იყვნენ შეპყრობილები, არამედ ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენელი არტისტებიც – მხატვრები თუ მუსიკოსები. თავისი კარიერის განმავლობაში ქეითმა მონაწილეობა არაერთ მუსიკალურ ვიდეოში მიიღო. ზოგიერთი მათგანი ყველასთვის კარგად ნაცნობია, მაგალითად Elton John-ის “Something About The Way You Look Tonight,” Paul McCartney-ის “Queenie Eye” და Massive Attack-ის “Ritual Spirit,” ზოგიც – ნაკლებად ცნობილი.

წარმოგიდგენთ მუსიკალურ ვიდეოებს ქეით მოსის მონაწილეობით, დაწყებული Pat Diamond-ის “This Is a Mans World”-ით, რომელშიც ჯერ კიდევ უცნობი მოდელი პირველად გამოჩნდა.

Johnny Cash – Delia’s Gone 

Marianne Faithfull – Sex with Strangers

Stage Dolls – Love Don’t Bother Me

Primal Scream – Kowalski

The White Stripes – I Just Don’t Know What To Do With Myself

Johnny Cash – God’s Gonna Cut You Down

Primal Scream – Suicide Bomb

George Michael – White Light

Primal Scream feat. Kate Moss – Some Velvet Morning

Elton John – Something About The Way You Look Tonight

Massive Attack – ‘Ritual Spirit’ feat. Azekel

Paul McCartney – Queenie Eye 

Primal Scream – Uptown

ELVIS PRESLEY – The Wonder of You