Diet Coke საიუბილეო თარიღის აღნიშვნას იწყებს. 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში უამრავი ადამიანის საყვარელი სასმელი მოდასთანაც არაერთხელ გადაიკვეთა. წარსულში დიეტური კოლას პარტნიორებს შორის ინდუსტრიიდან ისეთი სახელები შეგვხვდა, როგორებიცაა: კარლ ლაგერფილდი, ჟან პოლ გოტიე, რობერტო კავალი და ჯონათან ანდერსონი. ახლა მათ რიგებს ლეგენდარული სუპერმოდელი ქეით მოსიც შეუერთდა.

Diet Coke-მ ქეითი თავის კრეატიულ დირექტორად წარადგინა. როგორც გამოქვეყნებულ განცახებაშია აღნიშნული, “სუპერმოდელი, შემოქმედებითი პიროვნება და ანტრეპრენერი Diet Coke-ს გამოიყენებს როგორც ტილოს, რომელიც თაობებს შთააგონებს.”

ფოტოგრაფი: კუენტინ ჯონსი © Diet Coke

48 წლის სუპერმოდელი ბრენდის “Love What You Love” კამპანიის მთავარი სახეა. მისი გაშვება ლონდონის მოდის კვირეულთან ოფიციალური პარტნიორობის ჩამოყალიბებით დაიწყო.

“ჩემთვის ამაღელვებელია, რომ Diet Coke-ს ოჯახს შევუერთდი,” – ამბობს ქეითი. “მიყვარს ის კოლაბორაციები, რომლებშიც მოდის ბრწყინვალე სახეები იყვნენ ჩართულები. “Love What You Love” კამპანიასთან მომენტალურად ვიგრძენი კავშირი, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ რწმენითა და ვნებით ყველაზე გიჟური ოცნებების ასრულებაც შესაძლებელია.”

ქეით მოსამდე, 2013 წელს, Diet Coke-ის კრეატიული დირექტორის როლი ერთი წლით დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მოირგო. მაშინ ბრენდი 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა.