Maison Margiela-ს ახალი ჩანთა მოდის სახლის ყველაზე ცნობილი პროდუქტით არის შთაგონებული. შავი ფერის ტყავის აქსესუარზე ტაბის ძირის კონტურებია გამოსახული. თითქოს ჩანთას ფეხსაცმლით გადაუარეს და მასზე მისი კვალი დარჩა. მასზე გვხვდება იმავე ტონალობის ბრენდინგიც.
აქსესუარის უკანა მხარეს წარმოდგენილია ბრენდის ცნობილი ოთხი ნაკერი, შუაში კი – დამატებითი სათავსოს ელვა შესაკრავი. შიგნით გამოყოფილია სახელური. მას დამატებით ასევე მოჰყვება მისამაგრებელი საკიდი, რაც მისი ტარების კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა.
© Maison Margiela / HBX
ტაბის დიზაინი Maison Margiela-ს პროდუქტებში სხვადასხვა სახით არის ინტერპრეტირებული, ახალი ჩანთაც ამის მაგალითია. “Tabi Shopping Bag” გაყიდვაშია და მისი შეძენა HBX-ზე 1,605 დოლარად არის შესაძლებელი.