90-იანების გერმანელი სუპერმოდელი Steffen Schraut-ის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში მონაწილეობს. 2019 წლის სეზონზე სუპერმოდელები კვლავ დაუბრუნდნენ მოდის სფეროს: კრისტი ტარლინგტონი მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე ვიხილეთ, შალომ ჰარლოუ და სტეფანი სეიმური კი ვერსაჩეზე, ხოლო ტატიანა პატიცი ეტროს ჩვენებაზე, ნადიამ კი მოსკინოს ჩვენება დახურა.

ნადია აუერმანი 1989 წელს ბერლინში აღმოაჩინეს, ცოტახანში მან კონტრაქტი გააფორმა პარიზულ სამოდელო სააგენტოსთან “Karin”. 1991 წელს სამოდელო სააგენტო შეიცვალა და ელიტ მოდელ მენეჯმენტის მოდელი გახდა. ნადია ყველაზე გრძელფეხება მოდელად დასახელდა და ერთხანს გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შეყვანილი. მისი სიმაღლე 180 სმ-ია, ხოლო ფეხების სიგრძე- 122 სმ. კარიერის განმავლობაში თითქმის ყველაზე წამყვან დიზაინერთან და ტოპ ბრენდებთან უთანამშრომლია. კამპანიაში სუპერმოდელი დიზაინერთან ერთად პოზირებს.

Steffen Schraut შემოდგომა/ზამთარი 2019

ფოტოგრაფი: Armin Morbach
სტილისტი: Lynn Schmidt
მაკიაჟის არტისტი: Loni Baur
თმის სტილისტი: Stelli