ლეგენდარული ფოტოგრაფის, სტივენ მეისელის წერილი ჟიზელ ბუნდჩენის შესახებ, რომელიც 2016 წელს სუპერმოდელის წიგნში გამოქვეყნდა:
„ერთ კვირიანი სამუშაოს პირველი დღე იყო, ჯგუფებს ვიღებდი იმ დღეს და ყველანი იქ იყვნენ. მოდელებს თვალი მოვავლე, სასადილო მაგიდასთან შეკრებილიყვნენ. თვალი რამოდენიმეჯერ გამექცა ამ გამხდარი ბავშვისკენ, გრძელი ყავისფერი თმით, მაისურით, წელამდე ჯინსით და ჩექმებით, ძლიერი მხრები, ძალიან ვიწრო თეძოები და ექტრაორდინალური სისწორე. ბოლოს, როგორც იქნა, დავინახე მისი სახე: მუქი მოოქროსფრო კანი, რომელიც, თითქმის მისი წელამდე თმის ფერი იყო, ძლიერი ცხვირი, ლოყები და ყბა. ვფიქრობდი, ვინ იყო ეს 70-იანი წლების ჰიპი ბიჭი და რას აკეთებდა აქ, ვფიქრობდი, რომ არ მახსოვდა, ბიჭები დამეჯავშნა ამ სამუშაოსთვის. მოულოდნელად ეს სილუეტი ჩემსკენ მსუბუქად დაიძრა და ქუსლებზე მდგარი არხევდა ვიწრო თეძოებს, ახლა კიდევ უფრო ძლიერი სახე წინ წამოეწია, ყბები და კისრის სიმაღლე უკვე შესამჩნევი იყო: ჩემსკენ ავღანელი მეძებარი ძაღლივით მოდიოდა. აღმაფრთოვანებლად ჯანმრთელი კანი და კამკამა, ღიღილოსფერი ლურჯი თვალები, ბუნებრივი ღიმილი და საკმაოდ უხეში დაბალი ხმა, საკუთარი თავი ჟიზელად წარგვიდგინა.
ვერსაჩეს 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

Vogue ამერიკა 1999 წლის აგვისტო:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

Vogue ამერიკა 2001 წლის დეკემბერი:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

მთელი კვირა არაჩვეულებრივად იმუშავა. მოხიბლული ვიყავი მისი პუნქტუალობით, საქმეზე ფოკუსირებით, ენთუზიაზმით და იმით, რომ არც ბეზრდებოდა და არც იღლებოდა, პირიქით ერთობოდა სამუშაოთი. თუ გოგონა ვერ ერთობა სამუშაო პროცესში, სახლში უნდა გაუშვა, თუმცა ეს შემთხვევა ჟიზელთან მიმართებაში არ იყო – ყოველთვის აღფრთოვანებული და ენერგიით სავსე იყო ყოველი ფოტოსესიისთვის.
როცა ჯგუფს ვიღებ, რთულია ერთი გოგონა შევიყვარო, რადგან კომპოზიციაზე მაქვს ყურადღება გადატანილი. სამუშაოს შემდეგ, სტუდიაში ფოტოების დამუშავებისას, ჩემი თვალი მხოლოდ ამ გოგონას ხედავდა, გადაღებისას ეს ვერ შევამჩნიე, თუმცა როცა ფოკუსირება მოვახდინე, მხოლოდ მას ვხედავდი.
Dolce&Gabbana 2002 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

Dolce&Gabbana 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

დღითი-დღე ხდებოდა უფრო მებრძოლი, უფრო თავდაჯერებული, მისი თმა უფრო ღიავდებოდა, თვალები კი უფრო ბრწყინდებოდა, უფრო მკვეთრი და პირდაპირი ხდებოდა. სტუდიაში მსუბუქად კი არ შემოდიოდა, თითქოს კარებს ანგრევდა და ფეხის ბაკუნით დგებოდა გადასაღებ მოედანზე, ძლიერი და თავდაჯერებული: დიდებული მოდელი საკუთარი პროფესიის მწვერვალზე. ის ჩემს ფოტოებად იქცა, მისი სიცილი და პიროვნულობა გადამდებია და ყველას სურს მასთან მუშაობა.
არაფერ იყო, რასაც ვერ გააკეთებდა, ან არ ეცდებოდა – სრულიად გახნილი იყო ყველაფრისთვის. სხვათა შორის, ამ პერიოდში გადაღებებზე მღეროდა ხოლმე, ყოველთვის კარგი არ იყო, თუმცა ბევრს ვიცინოდით და ვხალისობდით ხოლმე!
ერთად უამრავი წელი გავატარეთ, უმეტესად სტუდიაში გამოკეტილებმა, ედითორიალს ედითორიალზე ვიღებდით, კამპანიას კამპანიაზე, პარიზის კოლექციებიდან დაწყებული ჯინსის ხაზით დამთავრებული და ამ ხნის მაძილზე ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ან მასთან მუშაობით, ან იმის ნახვით, თუ რას შევქმნიდით ერთად შთაგონებული არ ვყოფილიყავი. დღესაც ზუსტად იმავე შეგრძნება მაქვს, როცა ვიცი რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ტოპ მოდელად რომ გადარჩე, რკინის უნდა იყო, გამძლე უნდა იყო მუდმივი უარყოფის და შეურაცხყოფის, რომელსაც ისე პირდაპირ გაყენებენ, თითქოს არც არსებობდე, უნდა გაუძლო სხვის შურს, ინდუსტრიის პოლიტიკას, უნდა გაუძლო ბრძოლას არ გახდე არც ნარცისულად შეყვარებული საკუთარ თავზე და არც ღვარძლით სავსე ადამიანი. ჟიზელს არასდროს დაუკარგავს თავისი უბრალოება, იუმორის გრძნობა, თანაგრძნობა და პროფესიონალიზმი.
Vogue იტალია 2013 წლის ივნისი:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

Louis Vuitton 2013 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

Louis Vuitton 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის:
ჟიზელი სტივენ მეისელის ობიექტივში.

წლების მანძილზე ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა, როგორ დგებოდა ფეხზე და ახლა როგორ ძლიერად დგას, როგორ გახდა ის დაუჯერებელი იდნივიდი ვინც დღეს არის. თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, დღესაც კი, მას კვლავ თავმდაბალ და უბრალო ქალ-ბიჭა გოგონად ვხედავ, ცხოვრებისადმი დაუკებელი ინტერესით და ოქროს გულით.“