გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჟივანში პიტი უომოს უერთდებოდა ფლორენციაში. გარდა იმისა, რომ კლერ ვაით კელერი თავის პირველ მამაკაცის კოლექციას წარადგენს, ეს სეზონი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ პიტი უომოს 30 წელი შეუსრულდა. პიტი უომო მამაკაცის სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც 1989 წლიდან წელიწადში ორჯერ ფლორენციაში იმართება.
30 წლის აღსანიშნავად გამოფენა მოეწყობა სახელად ‘’1989-2019: 30 წელი მამაკაცთა მოდის’’, რომელიც 11 ივნისს გაიხსნება და იმ დიზაინერების ნამუშევრები იქნება წარდგენილი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მიუწვევიათ ჩვენების ჩასატარებლად, ასევე ბრენდები, რომლებსაც პიტი უომოზე მიუღიათ მონაწილეობა.
რაფ სიმონსი, ქრეიგ გრინი, ჯონათან ანდერსონი, რიკ ოუენსი, მარტინ მარჯიელა, მოსკინო, არმანი, დრის ვან ნოტენი, ჰაიდერ აკერმანი, იოჯი იამამოტო, ჯილ სანდერი, ვალენტინო, ვერსაჩე და ვივიენ ვესტვუდი ის დიზაინერები/ბრენდები არიან, რომელთა გამოფენაში მონაწილეობა უკვე დადასტურდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/vivienne-westwood_ss-1991_ph.-astra-marina-cabras-e1552917075813-841x1024.jpg)
Astra Marina Cabras/Courtesy Photo.
‘’მამაკაცები და ქალები, რომლებმაც მამაკაცის მოდა შექმნეს ფლორენციაში შეჩერდებიან. განსხვავებული გარემოს, ტრადიციებისა და გამოწვევების პირისპირ, ფლორენციისა და მისი პრესტიჟული ადგილების საშუალებით, შემქმნელებმა შეძლეს ყველაზე გიჟური გარემოს შექმნა კოლექციების წარსადგენად’’- ამბობს გამოფენის კურატორი, ოლივერ საილარდი.
გამოფენა გაზფული/ზახული 2020- ის შოუების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება – 29 სექტემბრამდე. გამოფენის დასრულების შემდგომ, როგორც ცნობილია, რამდენიმე ლუქი ქალაქის მოდისა და კოსტიუმების მუზეუმს გადაეცემა.