გლენ მარტენსი ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინერია. გასულ სეზონზე ჟან პოლ გოტიესთან გახმაურებული თანამშრომლობისა და Diesel-ისთვის შექმნილი კოლექციების წარმატების ფონზე, მისი ბრენდის, Y/Project-ის, მიმართ ინტერესიც თვალსაჩინოდ იზრდება.
Y/Project-ში არაფერია ჩვეულებრივი და სწორედ მისთვის დამახასიათებელი უცნაურობა და არაორდინალურობა ხდის ამ ბრენდს მიმზიდველს. კლასიკური სილუეტების რაღაც უჩვეულოდ გარდაქმნის მცდელობა და დენიმის დიდი რაოდენობა ახალ კოლექციაშიც გვხვდება. მასში ყურადღებას ასევე იქცევს ფართო მაღალყელიანი ჩექმები, 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ტრენდები, ეიფელის კოშკის პრინტები, აქსესუარები – მათ შორის აწეული შუა თითის საყურეები.
პარიზის მიმდინარე მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Y/Project-ის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჟან პოლ გოტიესთან კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევრების მეორე ნაწილიც.
იხილეთ კოლექცია სრულად.