ნიკ ქეივმა დაადასტურა, რომ თავისი უფროსი შვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. “დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი ვაჟი, ჯეთრო, გარდაიცვალა,” – აღნიშნავს მუსიკოსი თავის განცხადებაში. “მადლიერები ვიქნებით თუ ასეთ დროს ოჯახს მარტო ყოფნის საშუალება მიეცემა.”
ჯეთრო 1991 წელს ავსტრალიაში დაიბადა. როგორც მოდელს, მას არაერთი წარმატება ხვდა წილად. ის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე გამოსულა, როგორებიცაა: Versace და Balenciaga. გადაღებული ჰყავს ედი სლიმანს, რომელიც ამჟამად Celine-ის კრეატიული დირექტორია. ლაზენბი საკუთარ მუსიკალურ პროექტებზეც მუშაობდა და სამსახიობო როლები აქვს შესრულებული ფილმებში – “Corroboree” და “My Little Princess.”
Balenciaga გაზაფხული 2009 / Versace გაზაფხული 2011
© Vogue Runway
გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ის რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გამოვიდა მელბურნის ციხიდან, სადაც მას შემდეგ მოხვდა, რაც გასულ თვეს დედაზე, ბო ლაზენბიზე თავდასხმა აღიარა.
ნიკ ქეივს 2015 წელს 15 წლის შვილი არტურიც გარდაეცვალა მას შემდეგ, რაც ბრაიტონში კლდიდან გადავარდა და ტვინზე ფატალური დაზიანება მიიღო.