პაპარაცებმა ლედი გაგა ნიუ-იორკში სასტუმროს დატოვებისას დააფიქსირეს. მომღერალი და მსახიობი თეატრ აპოლოში მიემართებოდა. ვარსკვლავს დამწყები ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი ეცვა. აკა ფროდიაშვილი ქართული მოდის ახალბედა ვარსკვლავია. მისი მეორე ჩვენება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე მიმდინარე წლის მაისში ვიხილეთ.
ტანსაცმელი: Aka Prodiashvili  
ჩანთა: Celine  
ფეხსაცმელი: Giuseppe Zanotti    

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული 
აკა ფროდიაშვილი გაზაფხული/ზაფხული 2019  





