კიმ კარდაშიანი თეთრ სახლს მეორედ ესტუმრა. რეალითი შოუს ვარსკვლავი, მედია ინფლუენსერი თეთრ სახლში პირველად შარშან გამოჩნდა, როდესაც დონალდ ტრამპს ციხის რეფორმებთან სასაუბროდ შეხვდა. პირველი შეხვედრის მსგავსად, კიმის გუშინდელი ვიზიტიც შეწყალების რეფორმას ეხებოდა. თეთრ სახლში კარდაშიანი ვეტმანით იყო შემოსილი.

კიმ კარდაშიანი და ივანკა ტრამპი თეთრ სახლში
ვეტმანი

კიმი ცნობილი იურისტის, რობერტ კარდაშიანის ქალიშვილია. როგორც ამერიკულ ვოგთან მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, კარდაშიანს სურს მამის კვლას გაჰყვეს.

”ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამაზე… თეთრი სახლიდან დამირეკეს, რათა შეწყალების სისტემაზე რამე რჩევა მიმეცა, რუზველტის ოთახში ვიჯექი, მგონი, მოსამართლესთან ერთად, რომელსაც კრიმინალები და მართლა ძლევამოსილი ადამიანები ჰყავდა გასამართლებული და ვიფიქრე, ჯანდაბა, მეტი ცოდნა მჭირდება… მხოლოდ ერთი ადამიანი არ ასრულებს საქმეს, არამედ კოლექტივი. ჩემი როლი ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ვიგრძენი, მინდოდა იმ ადამიანებს დავხმარებოდი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე თავიანთი ვალი მოიხადეს. ვიფიქრე, სისტემას შეუძლია სხვანაირადაც იმუშავოს, ამიტომ მინდოდა მის შესაცვლელად მებრძოლა და თუ მეტი მეცოდინებოდა, მეტის გაკეთებასაც შევძლებდი”

ჩანთა: ერმესი