კარა დელევინისა და ოლივერ რუსტანის თანამშრომლობა გრძელდება. დელევინი ბალმანის გაზაფხული/ზაფხული 2019 კამპანიის სახე იყო, ახლა კი ბრენდთან თანამშრომლობით ჩანთების კოლექცია შექმნა.

კოლექცია სამი სტილის ჩანთას მოიცავს: Romeo და Twist, რომლებიც 23 მაისს ჩაეშვა გაყიდვაში და BBag, რომელიც ხელმისაწვდომი ივლისის შუა რიცხვებში იქნება.


Twist (Cara Delevingne x Balmain)
BBag (Cara Delevingne x Balmain)

დიზაინერმა თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომ თავის მეგობარ კარასთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა და დიდი ხანია სურდა მასთან თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ კარამ 2014 წელს ბრიტანულ ბრენდთან, მალბერისთან ითანამშრომლა ჩანთების კოლექციის შესაქმნელად, რომელიც თავისი ტატუებით იყო შთაგონებული.

Romeo (Cara Delevingne x Balmain)

კამპანიის ვიდეო შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ საიტზე იხილოთ.