კაილი ჯენერი ინტერნეტ მომხმარებლების კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ჯენერმა სოციალური ქსელების მეშვეობით, გამომწერებს მოუწოდა, რომ ავარიაში მძიმედ დაშავებული ვიზაჟისტის, სამუელ რაუდას მკურნალობისათვის საჭირო თანხის შეგროვებაში მიეღოთ მონაწილეობა. საზოგადოება გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ Forbes-ის მიერ მილიარდერად დასახელებულმა ჯენერმა დახმარებისათვის ხალხს მიმართა მაშინ, როცა მარტივად შეეძლო თავად დაეფარა მკურნალობის ხარჯები.
კრიტიკას ჯენერი კვლავ სოცილური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმართვის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო. ჯენერის თქმით, სამუელ რაუდა თავისი ვიზაჟისტი არ არის და მასთან საქმიანი ურთიეთობა დიდი ხანია აღარ აკავშირებს. ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, GoFundMe-ზე დაუყონებლივ გადარიცხა 5,000 დოლარი.
სამუელ რაუდას ოჯახი თავდაპირველად 10,000 დოლარს აგროვებდა GoFundMe-ზე. როდესაც ვნახე რომ 6,000 დოლარი უკვე შეგროვებულო იყო, ჩემი მხრივ 5,000 გადავრიცხე ფონდში. ეს მოწოდება კი მათთვის იყო, ვისაც სურს დამატებითი მზრუნველობა გამოიჩინოს – განმარტა ჯენერმა.
GoFundMe-ზე სამუელ რაუდას დასახმარებლად მითითებული სრული თანხა ამჯერად 120,000 დოლარია, საიდანაც 100,000 უკვე შეგროვებულია.