კაია გერბერი ჯიმი ჩუს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახედ დასახელდა. ეს კაიასთვის ჯიმი ჩუს მეორე კამპანიაა. 17 წლის მოდელი ბრენდის კამპანიაში წინა სეზონზეც მონაწილეობდა. ფოტოები ლეგენდარულმა სტივენ მეისელმა გადაიღო.
კამპანიის ფოტოებში კაია გერბერი ჯიმი ჩუს ახალ მონოგრამასთან პოზირებს.
“ჩემთვის ჯიმი ჩუ სიძლიერეს განასახიერებს. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამ კამპანიის ნაწილი ვარ, რომელიც ბრენდის ისტორიაში განსაკთრებული თავია” – კაია გერბერი
“ჩემთვის კაია ახალი თაობის მუზას წარმოადგენს, ნებისმიერი დროისთვის მისაღები სილამაზით” – სანდრა ჩოი, ჯიმი ჩუს შემოქმედებითი ხელმძღვანელი