ივნისში სამხრეთ აფრიკელი დიზაინერი თებე მაგუგუ Pitti Uomo-ზე თავის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას წარადგენს. პიტი უომო მამაკაცის სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც 1989 წლიდან წელიწადში ორჯერ ფლორენციაში იმართება. წელს ის მეასედ გაიმართება. 2019 წლის LVMH Prize-ის გამარჯვებული მაგუგუ პიტი უომოზე გასულ წლებში მიუწვეული ისეთი დიზაინერების სიას შეუერთდა, როგორებიც არიან: ლუკ და ლუსი მეიერები, ტელფარი, ქრეიგ გრინი, სტერლინგ რუბი და ა.შ.
“ძალიან მეამაყება, რომ ამ სეზონზე პიტი უომოს საიუბილეო ღონისძიებაზე მიწვეული დიზაინერი ვარ, რომელზეც მამაკაცის ჩვენს პირველ კაფსულა კოლექციას წარვადგენთ,” – ამბობს დიზაინერი WWD-სთვის მიცემულ ინტერვიუში. “მემკვიდრეობისა და ტრადიციის ერთგულებისთვის, ამავდროულად, სიახლეების მიმღებლობისთვის, მას უდიდეს პატივს ვცემ, თებე მაგუგუში სწორედ ამ ღირებულებების გვწამს მთელი გულით. მოდა დაუჯერებლად საზრიანი ინდუსტრიაა, რომელსაც ხალხზე გავლენის მოხდენა, მათი ინფორმირება და შთაგონება შეუძლია, პიტის საშუალებით კი, გულწრფელი და ნაფიქრი სამოსით საკუთარი ისტორიისა და კულტურის გაზიარებას ვგეგმავთ.”
ორი სეზონის გამოტოვების შემდეგ, პიტი უომო 30 ივნისს დაბრუნდება და 2 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიება ფიზიკურ ფორმატში მოეწყობა. მას ნაკლებად მასშტაბური ხასიათი ექნება და შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით ჩაივლის.