2019 წლის ნიუ-იორკია, ჩვენება იხსნება კოკო როშას თეატრალური სიარულის მანერით და ასიმეტრიული ფორმის ბზინავი კოსტუმით, ვინ შეიძლება იყოს დიზაინერი, თუ არა კრისტიან სირიანო?!

ამერიკელმა დიზაინერმა თავისი ახალი კოლექცია გუშინ Gotham Hall  -ში წარადგინა. სირიანოს მოდელების შემადგენლობა ყოველთვის უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვა ამერიკელი დიზაინერების ჩვენებებში, თუმცა ამჯერად მის პოდიუმზე მამაკაცებიც გამოჩნდნენ, რაც Ashley Longshore-სთან თანამშრომლობასთან ერთად, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუში სირიანოსგან ყველაზე შესამჩნევი სიახლე იყო.

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო თათია ახალაიამ. ქართველმა მოდელმა კრისტიან სირიანოსთან, რომელიც ამერიკულ Project Runway – ში ჟიურის წევრადაც გვევლინება, პირველად ითანამშრომლა.

თათია ახალაია კრისტიან სირიანოს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue.com

კოკო როშა კრისტიან სირიანოს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue.com
Vogue.com

კრისტიან სირიანოს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com
Vogue.com
Vogue.com
Vogue.com

კოლექცია სრულად – Christian Siriano S/S 2020