კაპრი ჰოლდინგის წარმომადგენელმა სიახლე რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. სიმბოლურად, The Versace Foundation ფუნქციონირებას ივნისში დაიწყებს.
პრაიდის თვეს, სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ დროს აღნიშნავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2000 წლის 2 ივნისს, ბილ კლინტონმა ოფიციალურად სცნო ივნისი ლგბტ+ პარადის თვედ, ივნისი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურად, მოიაზრება, როგორც წელიწადის ის დრო, როდესაც ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ღიად ერთიანდებიან. როგორც ვკითხულობთ, ვერსაჩეს მფლობელი კომპანია, კაპრი ჰოლდინგი 10 მილიონ დოლარს გაიღებს ახალი ფონდის აქტივობების მხარდასაჭერად.
გასული 40 წლის განმავლობაში, Versace ლგბტ+ თემის აქტიური მხარდამჭერია.