იტალიურმა ბრენდმა ვალენტინომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. დენიელ პოლტრიჯი ინდუსტრიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან ის ამავე პოზიციაზე ბულგარიში მუშაობდა 7 წლის განმავლობაში. პოლტრიჯი სამკაულების ბრენდის კანადის ბაზარზე გაფართოების, საქველმოქმედო საღამოებისა და ზოგადად, რეგიონში გაყიდვების ზრდის მიღმა დგას.
პოლტრიჯი ღონისძიებებს ხშირად თავადაც ესწრებოდა. როგორც WWD აღნიშნავს, ყველასთან მარტივად შედიოდა კომუნიკაციაში, განიხილავდა ლაქშერი მარკეტს და “არავის ტოვებდა უყურადღებოდ.” მან ბულგარი ივლისში დატოვა. მისი პოზიცია დიორის ჩინეთის ბაზრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერვ პერომ დაიკავა.
როგორც ჩანს, ვალენტინოში პოლტრიჯის კომუნიკაბელური ხასიათი მოსწონთ, ბრენდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის “იქნება ბრენდის იდენტობის ელჩი, შთამაგონებელი ხასიათით, ფოკუსირებული კლიენტებთან ურთიერთობასა და გაყიდვებზე.” აქვე აღნიშნულია, ვალენტინო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ფართოვდება როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზრებზე.