ბრიტანელი მსახიობი ემა კორინი ნეტფლიქსის “The Crown”-ში პრინცესა დიანას როლის შესრულების შემდეგ ნამდვილი სუპერვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნობადობა მისი ნიჭის დამსახურებაა, 2021-2022 წლებში ემამ მსოფლიო კიდევ ერთი მიზეზით აალაპარაკა. ეს მიზეზი წითელ ხალიჩაზე გამომწვევი, უჩვეულო და რისკიანი ლუქები გახდა. მისი თანამშრომლობა Miu Miu-სთან და Loewe-სთან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ემა ამ ორ წელიწადში, შესაძლოა ითქვას, წითელი ხალიჩის ვარსკვლავად იქცა. აღსანიშნავია, რომ ემა პირველი non-binary ადამიანია, რომელიც ვოგის ყდაზე მოხვდა.
ამ სტატიაში გთავაზობთ ემა კორინის 7 დასამახსოვრებელ მომენტს წითელი ხალიჩებიდან: