The Crown ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუა, რომელიც ნეტფლიქსმა გადაიღო. ისტორიული დრამა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გვიამბობს. მეოთხე სეზონში, სცენარი პრინცესა დაიანას გარშემო განვითარდა. გუშინ,  „ოქროს გლობუსის“ ვირტუალურ დაჯილდოებაზე, The Crown საუკეთესო დრამატულ სატელევიზიო სერიალად დასახელდა, ხოლო პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი, ემა კორინი დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა.

ახალგაზრდა ინგლისელმა მსახიობმა მიუ მიუს სამოსი მოირგო.