კარა დელევინის კარიერა სწრაფად განვითარდა. როდესაც აღმოაჩინეს, პოდიუმზე მისი ექსპრესიული წარბები ისე გამოიყურებოდა, თითქოს 10 წლიანი ძილის შემდეგ, ახალი გამოღვიძებული იყო, ხოლო მისი ნახევრად ღია პირი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მისი გონება მოუსვენარი იდეების გარშემო ცეკვავს. ის საინტერესოდ გამოიყურებოდა, ერთნაირი გოგონების ფონზე. რაც მოდის ინდუსტრიისთვის ნიშანი გახდა – ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.

ყველაფერთად ერთად, კარას კარიერის სწრაფად აღმავლობას ხელი მისმა წარმომავლობამაც შეუწყო. დელევინი დაიბადა და გაიზარდა ბელგრავიაში, ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ და მდიდრულ დასახლებაში. კარას მამა უძრავი ქონების აგენტია, დედა დაკავშირებულია ინგლისის სამეფო ოჯახთან, ხოლო ნათლია ვოგის გამომცემლობის, ქონდე ნასტის ხელმძღვანელი იყო.

დღეს კარა დელევინი უფრო მეტია, ვიდრე მოდელი, თუმცა საერთაშორისო აღიარების მოპოვება მან სწორედ მაღალი მოდიდან დაიწყო.

თვალი გადავავლოთ ინგლისელი მოდელის გამორჩეულ კარიერას:

კონტრაქტი სამოდელო სააგენტო Storm Models – თან, 2009.

პირველი ედითორიალები ჟურნალ LOVE -ში და Vogue Italia – ში, 2009/2010.

პირველი ლონდონის მოდის კვირეული, 2010.

პირველი დიდი კონტრაქტი – ბარბერის 2011 წლის კამპანია.

პირველი ედითორიალი ამერიკულ ვოგში, 2011.

პირველი კამპანია ფრანგულ ბრენდში – შანელი, 2012.

მოდის კვირეულებზე პირველი სრული სეზონის შემდეგ, ვოგმა კარა აღწერა, როგორც: ‘Crush of the season’.

პირველი ნაბიჯები ვიქტორია სეკრეტის პოდიუმზე, 2012.

Vogue-ის გარეკანი: ბრიტანული ვოგი მარტი 2013.

კონტრაქტები სან ლორანთან, შანელთან, მალბერისთან, ზარასთან, ტომ ფორდთან, დონა კარანთან, ბარბერისთან, ტოპშოფთან, ბალმანთან, 2013- 2014.

ბრიტანული ვოგის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნომრის, სექტემბრის ყდა, 2014.

ამერიკული ვოგის ყდა, 2015.

კონტრაქტები მარკ ჯეიკობსთან, არმანისთან, დიორთან, პუმასთან, 2016 -2019.

მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ მოდელი, კარამ, 12 თვეში, სამოდელო კონტრაქტებით 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, 2018.

მოდელების საერთაშორისო პლატფორმაზე, Models.com-ზე ახალი სუპერების რეიტინგში მოხვედრა, 2018.

სოციალურ ქსელებში მესამე ყველაზე პოპულარული ტოპ მოდელი, ჯამში (ინსტაგრამი, ფეისბუქი, ტვიტერი) თითქმის 60 მილიონი მიმდევარი, 2020.