როდესაც დემნა გვასალიამ და კიმ კარდაშიანმა მეტ გალას წითელ ხალიჩაზე შეაბიჯეს, ყველამ ვიცოდით, რომ მათი იმიჯი ინტერნეტს ვირუსულად მოედებოდა და წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი გახდებოდა. „რა შეიძლება იყოს უფრო ამერიკული, ვიდრე მაისური თავიდან ფეხამდე?“ ამ სლოგანით და მოდაში სილუეტის მნიშვნელობის ხაზგასმით ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა და რეალითი შოუს მეგა-ვარსკვლავმა მართლაც შექმნეს Met Gala-ს ისტორიაში გამორჩეულად დასამახსოვრებელი ლუქი.

აღსანიშნავია კიმის პოპულარობის წყაროც. ის არის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი საჯაროობითა და პირადი ცხოვრების ფართო მასებისთვის გაზიარებით გახდა. ანონიმურობა ნამდვილად არ არის სიტყვა, რომელიც კარდაშიანების ოჯახზე გვახსენდება. გამომდინარე აქედან, სრულად შენიღბული კიმის ხილვა საინტერესო, მოულოდნელ და ირონიულ განაცხადად შეფასდა.

გარდა დამაჯერებელი და გააზრებული მესიჯებისა, ლოგიკურია, რომ დემნას და კიმის იმიჯი სახალისო და თეატრალურ იერსახესაც ატარებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ გალა ერთადერთი საღამოა, ჰელოუინის გარდა, სადაც მსგავსი კოსტიუმით გამოჩენას ელიან, ამართლებენ და ტაშს უკრავენ.
რაც შეეხება ჰელოუინს, დემნას და კიმის იმიჯი უამრავი ადამიანისთვის გახდა შთაგონება. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტოები დღესასწაულიდან, რომელიც ტრადიციულად 31 ოქტომბერს გაიმართა.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.









