ბრაზილიელი მოდელი, ტეილს სოარესი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად სან-პაულუს მოდის კვირეულის ბოლო დღეს, ჩვენების მსვლელობისას პოდიუმზე უეცრად გული წაუვიდა.
”სან-პაულუს მოდის კვირეულმა ახალახანს მიიღო სიახლე ტეილს სოარესის გარდაცვალების შესახებ, რომელიც Ocksa-ს ჩვენებაზე გამოსვლისას მოულოდნელად ცუდად გახდა” – განაცხადეს მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა. მოდელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
26 წლის მოდელი მაშინ დაეცა, როდესაც უკვე პოდიუმის დასატოვებლად ტრიალდებოდა. როგორც მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა განაცხადეს ის მაშინვე იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილად გამოცხადდა.
ვიდეო ჩვენებიდან: