იტალიური მოდის ცოცხალი ლეგენდა ახალი ჩვენებისთვის იაპონიას ეწვია. ჯორჯო არმანიმ იაპონიაში ჩვენება პირველად გამართა. კრუიზი 2020 ასევე არის პირველი კოლექცია, რომელიც არმანის მოდის სახლმა შოუს სახით წარადგინა. ჩვენება ასზე მეტ ლუქს აერთიანებდა. წარმოდგენილი იყო, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსი. კოლექციაში შეიმჩნეოდა არმანის საყვარელი ფერები: ნაცრისფერი, ღია ცისფერი, ლურჯის და წითელის კომბინაცია.
84 წლის ჯორჯო არმანი ჩვენების ფინალში
ვიდეო / კოლექცია სრულად Vogue.com