ლეგენდარული დიზაინერი ალბერ ელბაზი შაბათს ღამით პარიზში გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო.
ელბაზი მაროკოში დაიბადა და 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შენკარის დიზაინის კოლეჯში მიიღო განათლება. 1985 წელს ის ნიუ-იორკში გადავიდა, შემდგომ კი კარიერა ევროპაში, კერძოდ ივ სან ლორანში და ლანვანში განაგრძო. წელს ელბაზმა საკუთარი ბრენდის, AZ Factory-ს პირველი კოლექცია წარადგინა.