ინტერნეტში რეჟისორ ლუკა გუადანინოს დაანონსებული სპორტული დრამის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა. Challengers – ასე ჰქვია ფილმს და მასში მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. სიუჟეტი ზენდეიას გმირის, ტაშის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ტენისის პროფესიონალი მოთამაშეა. ზენდეიას პარტნიორობას ჯოშ ო’კონერი და მაიკ ფეისტი უწევენ. ფილმში ასახულია სამი გმირის წარსული ურთიერთობა, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედიდან პროფესიული დაპირისპირების სახეს იღებს.
ფილმისათვის ზენდეია ტენისის თამაშში ვარჯიშობდა. Მას მენტორობას ჩოგბურთის ცნობილი მწვრთნელი, ბრედ გილბერტი უწევდა. გილბერტი ლუკა გუადანინომ და ფილმის პროდიუსერებმა კინოსურათის კონსულტანტადაც მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ფილმისათვის მუსიკალურ გაფორმებაზე ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა იმუშავეს.
ფილმის პრემიერა 2023 წლის სექტემბერში შედგება.