სოციალური მედიის ეპოქაში, თანამედროვე ქორეოგრაფია მარკეტინგის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამაში უდიდესი წვლილი TikTok-ს მიუძღვის. თუმცა, სანამ იქნებოდა TikTok, იყო 90-იანი დ 2000-იანი წლების MTV და მუსიკალური სატელევიზიო ინდუსტრია, რომელმაც უამრავი სიმღერა მსოფლიო ჰიტად და პოპკულტურის ფენომენად აქცია. ერთ-ერთი მათგანია Macarena – ცნობილი სიმღერა, რომლის მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 1993 წელს შედგა. სწორედ აქ იხილა უამრავმა მაყურებელმა პირველად ქორეოგრაფიის დამახასიათებელი სტილი, რომელიც დღეს Vogue-ის სახელით არის ცნობილი.

შესაძლოა სწორედ ცეკვის ამ მიმართულების სახელი იქცა მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალისათვის ინსპირაციად, რადგან Vogue-ის მულტიმედია პლატფორმაზე Macarena-ს ახალი ვერსია გამოჩნდა. ახალი მუსიკალური ვიდეო თავდაპირველი ვერსიის ესთეტიკას ინარჩუნებს და ახალი ქასთით მის სახალისო ინტერპრეტაციას გვთავაზობს.