სტატიას წარმოგიდგენთ Alco hall:

როდესაც კოქტეილებზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ მის გემოვნურ თვისებებსა და ალკოჰოლის კონცენტრაციას – ამ შემთხვევაში, ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მისი არომატი და შემადგენლობა, ასევე – ვიზუალი. ისევე, როგორც კერძების დახვეწილი სერვირება აღძრავს მადას, ალკოჰოლის შემთხვევაში, ესთეტიკური ვიზუალით გამორჩეული სასმელი გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების განწყობაზე  გვაყენებს. დამახასიათებელმა გარეგნულმა მხარემ კოქტეილები ცხოვრების წესის ერთ-ერთ თანმდევ დეტალადაც აქცია. სხვადასხვა დასახელების კოქტეილი დღეს განსხვავებულ გარემოებებთან ასოცირდება. მაგალითად, კოსმოპოლიტენის გაგონებისას დაუსრულებელი გლამურული წვეულებები გვახსენდება, ხოლოდ თუკი პინაკოლადას სახელს გავიგებთ, ჩვენს გონებაში აუცილებლად გაიღვიძებს ეგზოტიკური კუნძულის ხედი. იგივე შეიძლება ითქვას Halloween-ზეც  – წლის ყველაზე საშიშ და ამავდროულად მისტიკურ დღეზე.  Halloween-ის იდეალურ წვეულებაზე კი, სწორედ ჰორორის ჟანრის ესთეტიკით შთაგონებულ კოქტეილებს შეხვდებით. მსგავსი კოქტეილების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ხშირად ბარმენის ინტერპრეტციასა და იმპოვიზაციაზეა დამოკიდებული. 

სტატიაში გაგაცნობთ სპეციალური რეცეპტით დამზადებულ საჰელოუინო კოქტეილებს, რომლებიც Vogue-მა თავის კულინარიულ გზამკვლევში გააერთიანა. 

Bloody Mary

თუკი ყველაზე ცნობილ საჰელოუინო კოქტეილებს დავასახელებთ, მათ შორის აუცილებლად იქნება Bloody Mary. მისი დასახელებაც და ვიზუალიც ჰორორის ჟანრის სიუჟეტით არის შთაგონებული, თუმცა, დროსთან ერთად, ის  არა თემატურ სასმელად, არამედ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოქტეილად იქცა. მითიური მოჩვენების სახელობის კოქტეილის მთავარი ინგრედიენტები ტომატის წვენი და არაყია. სწორედ ამ შემადგენლობის გამო, ის საკმაოდ  სპეციფიკური გემოთი ხასიათდება. 

The Kawakubo

ამ სახელით არის ცნობილი ერთ-ერთი სპეციალური კოქტეილი, რომელსაც ჰელოუინის დღეზე ნიუ იორკის რამდენიმე კონცეპტუალურ ბარში ამზადებენ. სიმბოლურია, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერის სახელობის კოქტეილი VOGUE-ის რედაქტორთა რჩეული საჰელოუინო სასმელების სიაშიც მოხვდა. დამახასიათებელი ვიზუალის კოქტეილში ლიმონისა და ჯინჯერის არომატი დომინირებს. 

The Pirate Rose

გამორჩეული შეფერილობის ეს კოქტეილი ისეთივე ეგზოტიკური და სპეციფიკური გემოთი ხასიათდება, როგორც მისი ვიზუალი. კოქტეილის არომატი შექმნლია ისეთი განსხვავებულ ინგრედიენტების სინთეზით, როგორებიც არის – არაყი,  ლაიმი და მენთოლის არომატიზატორი. 

The Great Pumpkin

ამ კოქტეილის მთავარი ინგრედიენტი ჰელოუინის უცვლელი დეტალი –  გოგრაა. კონსისტენციიდან გამომდინარე, ის საკმაოდ ალკოჰოლურია. The Great Pumpkin-ის შემადგენლობაშია ბურბონი, რომი, ვანილი და დარიჩინი. 

Vampire’s Kiss

ისევე როგორც მრავალი კოქტეილის შემთხვევაში, Vampire’s Kiss სხვადასხვა მენიუში განსხვავებული ინტერპრეტაციით არის შემოთავაზებული. ეს კოქტეილი საკმაოდ მრავალფორეოვანი არომატებით გაჯერებული საჰელოუინო სასმელია, რომელიც თემატური სახელწოდებითა და ვიზუალით ხასიათდება. მის დასამზადებლად ყველაზე ხშირად იყენებენ არაყს, შავი ჟოლოს ლიქიორს, კენკრას, ბროწეულის სიროფს, ლიმონის წვენსა და დამატებითი გარეგნული ეფექტისათვის – მშრალ ყინულს. 

ჰელოუინი ახლოვდება და თუ ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებულად გეგმავთ, მაშინ იმ ადგილის ძიების პროცესში იქნებით, სადაც საგანგებოდ შერჩეულ კოსტიუმში გამოწყობილს, შესაბამისი გარემო დაგხვდებათ. სწორედ ჰელოუინის ვიქენდებისათვის, გირჩევთ მთავარ მიმართულებად Alco hall მოინიშნოთ. მოსაშვილისა და “ღვინის ქარხნის” ფილიალებში, ჰელოუინის  შთამბეჭდავი საღამოები გელოდებათ. Alco hall -ის საჰელოუინო წვეულებაზე სწორედ თემატური და კლასიკური კოქტეილების მრავალფეროვან მენიუს აღმოაჩენთ.