L Brands-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლესლი ვექსნერი კომპანიას მაისში დატოვებს, ისევე, როგორც მისი მეუღლე ებიგეილი. ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს. L Brands-ი Victoria’s Secret-ის მფლობელი კოპანიაა.

“L Brands-ში ახლა საუკეთესო პერიოდია” განაცხადა 83 წლის ვექსნერმა, “საბჭო იდეალურადაა დაკომპლექტებული და სარა (კომპანიის მომავალი დირექტორი) ღირსეულად გაუძღვება მას. ჩვენ კიდევ 2 გენიალური დირექტორი გვიერთდება. დღეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი გვყავს და ჩვენი ბიზნესიც კარგადააა პოზიციონირებული. მომავლის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ ახლა იდეალური დროა იმისთვის, რომ მე და ებიგეილმა დავტოვოთ კომპანია”, ვკითხულობთ ვექსნერის განცხადებაში.

Les Wexner

ვექსნერი L Brands-ის იმპერიას დაახლოებით 60 წლის განმავლობაში აშენებდა. კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი Victoria’s Secret-ია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ჯერ-ჯერობით რჩება საცვლების ყველაზე დიდ კომპანიად ამერიკაში, 2017 წლის შემდეგ მისი გაყიდვები საგრძნობლად იკლებს. მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრენდმა ვერ შეძლო თანამედროვე სტანდარტებს მორგებოდა.