ALDO-ს ქართველი მოდის მოყვარულები მრავალი წელია იცნობენ. ბრენდმა მსოფლიო მასშტაბით სახელი გაითქვა ფეხსაცმლის, ჩანთისა და აქსესუარების ტრენდული დიზაინით. ALDO ცნობილია კოლექციებით, რომლებიც სწრაფად რეაგირებს მაღალი მოდის ტრენდებზე, თუმცა პროდუქცია ყოველთვის ინარჩუნებს ფუნქციურობასა და კომფორტს.

ახლახან ბრენდმა წარადგინა საერთაშორისო კამპანია „ვერასდროს გაიგებ, თუ არ გამოცდი!“ (#ALDOTryEverything). კამპანიის ფარგლებში, 17-19 ოქტომბერს, ALDO-მ თბილისში, სითი მოლი საბურთალოს ფილიალში, მომხმარებლებს ბრენდის საერთაშორისო აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა.

ინტერაქციული ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტუმრების წახალისება, რომ იყვნენ გამბედავი და სცადონ ის, რაც აქამდე არასდროს უცდიათ. ამისთვის მაღაზიაში განთავსებული იყო სპეციალური ყუთი, საიდანაც სტუმრები იღებდნენ ბურთებს სხვადასხვა დავალებებით. თითოეულ მონაწილეს, რომელიც ჩაერთო აქტივობაში, ALDO-სგან საჩუქარი გადაეცა.

გლობალური კამპანია „You Never Know Until You Try“ მიზნად ისახავს ადამიანების წახალისებას, გაბედონ ახალი გამოცდილებების მიღება, სცადონ ახალი სტილი, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თავიანთი ინდივიდუალობა ახლებურად წარმოაჩინონ. კამპანიის ფარგლებში, #ALDOTryEverything ჰეშთეგით, უამრავმა მომხმარებელმა განათავსა ვიდეოები, რომლებიც სწორედ ახალ გამოცდილებებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის ALDO-მ თავის წარმოებაში დანერგა ახალი ტექნოლოგია – Pillow Walk. ეს არის სპეციალური, ორმაგი სიმკვრივის შიდა სარჩული, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალური სირბილის შეგრძნებას და ფეხსაცმლის ტარებას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს. ALDO-ს ფეხსაცმლის თითქმის ყველა მოდელი ამიერიდან ამ ტექნოლოგიით იწარმოება. მის უკეთ გასაცნობად და თავად გამოსაცდელად კი შეგიძლიათ ბრენდის ფილიალებს ესტუმროთ.

სითი მოლში მდებარე ALDO-ს მაღაზიაში გამართულმა აქტივობამ სრულად გადმოსცა ბრენდის გლობალური კამპანიის მთავარი გზავნილი, რასაც სტუმრების აქტიური ჩართულობა მოჰყვა. ეს კიდევ ერთი მაგალითი იყო, როცა ALDO-მ მომხმარებელთან ემოციური კავშირი დაამყარა და მისი ცხოვრების სტილის ნაწილად იქცა.

კამპანია მალე ბათუმის ALDO-ს ფილიალშიც გადაინაცვლებს. მსგავსი აქტივობა 14 და 15 ნოემბერს ბათუმი გრანდ მოლში მდებარე მაღაზიაშიც გაიმართება.

ALDO-ს საქართველოში Cenomi Retail Georgia წარმოადგენს. კომპანიის პორტფელში შედის: Zara, Mango, Massimo Dutti, Parfois, Charles & Keith, Kiko Milano, Bershka, Pull & Bear და სხვა ცნობილი ბრენდები.