მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, პრადას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანია გავრცელდა. მინიმალისტური ფოტოები ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, დეივიდ სიმსმა გადაიღო. კოლექციის ჩვენების მსგავსად, კამპანიის ესთეტიკაც კინემატოგრაფიულია. ეს სულაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ კრეატიული თანადირექტორების, რაფ სიმონსის და მიუჩია პრადას საერთო ინტერესს კინო სამყარო წარმოადგენს.

კამპანიის მთავარ სახედ ფრანგ მსახიობს, ვენსან კასელს ვხედავთ. მასთან ერთად, რეკლამაში მონაწილეობენ თანამედროვე კინოსა და კულტურის სხვა ცნობილი სახეებიც, მაგალითად სერიალ „ეიფორიას“ ვარსკვლავი – ჰანტერ შაფერი.

Prada გაზაფხული/ზაფხული 2023

Vincent Cassel (c) Prada