ლონდონის სახელგანთქმული მუზეუმი– V&A (Victoria and Albert Museum), თავისი არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მაღალბიუჯეტიან და მასშტაბურ გამოფენის გახსნის, რომელიც აფრიკული მოდის უახლეს ისტორიას მიეძღვნება. ექსპოზიცია, რომელზეც 250-მდე ნიმუში იქნება გამოფენილი, მე-20 საუკუნის შუა პერიოდის აფრიკელი დიზაინერების შემოქმედებას გააერთიანებს.

გამოფენაზე ექსპონატების სახით წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციებსა და თავად V&A-ის უნიკალურ არქივში დაცული ნივთები. კოსტიუმებთან ერთად, გამოიფინება ქსოვილები, აქსესუარები და ფოტოები.

გამოფენის, სახელწოდებით Africa Fashion ოფიციალური გახსნის დროდ 2022 წლის ივნისი სახელდება.როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მუზეუმი დამთალიერებელს მოდას წარმოუდგენს, როგორც აფრიკული კულტურის ისტორიულ ნაწილს. თანამედროვე აფრიკელი დიზაინერების ნამუშვრები კი, თვალსაჩინოს გახდის მათი ხედვის გლობალურ გავლენას ამ ინდუსტრიაზე.