გისურვებთ განსაკუთრებულ დასვენებას, Fine Settimana-სთან ერთად, Weekend Max Mara-სგან

Fine Settimana არის Weekend Max Mara-ს ახალი კაპსულა კოლექცია 2025-26 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, რომელიც იტალიურ ბრენდ Giuliva Heritage-თან თანამშრომლობით შეიქმნა. Giuliva Heritage დააარსეს ჯერარდო კავალიერემ და მარგერიტა კარდელიმ, ისინი სახელგანთქმულნი არიან შეუდარებელი მკერვალობით, რომელიც ნეაპოლიტანურ სარტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. როგორც სახელწოდება Fine Settimana, რაც იტალიურ ენაზე „შაბათ-კვირას“ ნიშნავს, გვეუბნება, კოლექცია ასახავს Weekend Max Mara-ს არსს: თავისუფალი ელეგანტურობა, რომელიც პასუხობს ქალის სურვილს თავი დააღწიოს ყოველდღიურ ქაოსს, შეცვალოს ის უფრო მშვიდი გარემოთი, სადაც შეძლებს დაისვენოს, მოეშვას და დრო ხარისხიანად გაატაროს.

როცა ოსტატობა და ხარისხი აჭარბებს პომპეზურობას – კოლექცია სწორედ ასე ხასიათდება და შექმნილია ძლიერი ქალისთვის, რომელიც სილამაზეს თავდაჯერებულობაში პოულობს და არა გამომწვევობაში, ქალისთვის, რომელიც აფასებს მარადიულ ელეგანტურობას და თითოეულ ნივთს თავდაჯერებით ატარებს, თავისი თანდაყოლილი უნარის წყალობით, შეუხამოს განსხვავებული ელემენტები ერთმანეთს ბუნებრივობითა და ჰარმონიით.

კოლექციაში იკვეთება კონტრასტების კომბინაცია, სხვადასხვა კულტურის ნაზავი, რომელსაც კავალიერე „შერწყმას“ უწოდებს, ან/დაც ელემენტებისა და ძირითადი ღირებულებების ორგანულ გაერთიანებას, რომელიც საბოლოოდ Weekend Max Mara-სა და Giuliva Heritage-ს ერთობას აყალიბებს.

კოლექცია აერთიანებს დახვეწილ მკერვალობასა და ფლუიდური სიმსუბუქის შეგრძნებას, ქმნის კავშირს მამის ან ბაბუის გარდერობიდან ნასესხებ სილუეტებსა და ფემინურ ელემენტებს შორის, როგორებიცაა: ტერფამდე ქვედაბოლოები და ბლუზები თხელი აბრეშუმის კვანძებით ან/დაც წინ ნაკეცებიანი დეტალებით. შარვლები რბილი და კომფორტული მოსარგებია, ხოლო ნაქსოვი ტანსაცმელი, მათ შორის კაბა, შესრულებულია ნაზი მოჰერის ან შალის ქსოვილისგან, რომელიც დახვეწილად არის შერწყმული აბრეშუმთან ან ქაშმირთან.

ნეაპოლიტური ტრადიცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ერთმკერდიან, სამღილიან ჟაკეტში, რომლის პირველი ღილის ნახვრეტი განზრახ არის შებრუნებული და შეუკრავი. ეს დეტალი პატივს მიაგებს ძველ ტრადიციას, რომელიც დამკვირვებლებს საშუალებას აძლევდა ამოეცნოთ ოსტატი მკერავი, რომელმაც ქურთუკი შექმნა.დიდი ზომისა და მოგრძო ფორმის პალტო ფართო საყელოთი ფენების პრინციპს წარმოაჩენს, ხოლო შევრონის შალისგან შეკერილი ერთმკერდიანი სტილი დიდგვაროვანი ქალბატონის ელეგანტურობას გამოხატავს.

გამძლე ხარისხის გათვალისწინებით, კოლექციაში გამოყენებული ქსოვილები მოიცავს ერთგვაროვან, მელანჟურ, ზოლიან და შეტლანდიურ ნიმუშებში წარმოდგენილ ძვირფას შალს. ასორტიმენტს ავსებს ბამბის პოპლინი, აბრეშუმი, ჯინსი და ტყავი. ფერთა პალიტრა ბუნებიდან იღებს შთაგონებას და მოიცავს ნაცრისფერ, ღია ცისფერ, მღვრიე მიწის ტონალობებს, შემოდგომის ფოთლების ტონებს, ბორდოსფერ და იისფერ ფერებს.

განახლებული Pasticcino ჩანთა, რომელიც კლასიკური სამედიცინო ჩანთიდანაა შთაგონებული, დამზადებულია მდგრადი ტყავისგან, სპონჯისებური ტექსტურით. ტყავის საჯირითო ჩექმები კი სრულყოფილად შეესაბამება და ავსებს მთლიან კოლექციას, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ხასიათით და შექმნილია თავისუფლად ჩაცმისთვის.