გაზაფხული არის სეზონი, რომელიც განახლებასთან, გამოღვიძებასთან ასოცირდება. ამაღლებული განწყობა, რომელიც ჩვენში ამ სეზონის დადგომასთან ერთად ჩნდება, ტრანსფორმაციისკენ გვიბიძგებს, რაც ჩვენს გარდერობზეც აისახება და უფრო მსუბუქი, ფერადი, კომფორტული, თავისუფალი სამოსით ვიწყებთ პერსონალური სტილის გამოხატვას. Twinset არის ბრენდი, რომლის ახალი კოლექციაც მზიან, ნათელ დღეებს შეესაბამება და დაგვეხმარება, რომ თავი კიდევ უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ.

© Twinset

უკვე 30 წელზე მეტია Twinset-ის ფემინური, რომანტიკული და დახვეწილი კოლექციები მრავალი ქალის ყოველდღიურობას ალამაზებს. იტალიური პრემიუმ ბრენდი აკმაყოფილებს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებიც მაღალ ხარისხს ხელსაყრელ ფასად ეძებენ და ირჩევენ გამოკვეთილი ხელწერის მქონე ბრენდებს, რომლებიც თანმედროვე დროის მოთხოვნებს პასუხობს. 

თაკო ჩხეიძე | ფოტო: გიორგი პაპიძე

ახალი კოლექცია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს, მისთვის დამახასიათებელ ფემინურობას და სინატიფეს აერთიანებს. მასში, როგორც ყოველთვის, დიდი ოდენობით არის წარმოდგენილი ნაქსოვი სამოსი, რომელიც Twinset-ის ბრენდის ხელწერაში მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოყენებული ნათელი ფერები ისეთები, როგორებიცაა: იისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე და ცისფერი, ყვავილოვანი პრინტები და ჰაეროვანი სილუეტები იდეალურად ერგება საგაზაფხულო განწყობას. ჩვენი მკითხველისთვის სასიხარულო სიახლეს კი  წარმოადგენს ის, რომ კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 50 ნომერში მდებარე Twinset-ის მაღაზიაში.

© Twinset

საქართველოში ბრენდი ოფიციალურად არის წარმოდგენილი. გასული წლის მაისში ჩვენს ქვეყანაში Twinset-ის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ბრენდის გენერალური დირექტორი, ალესანდრო ვარისკოც დაესწრო. იქიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ბრენდების ხელმძღვანელების ჩამოსვლის ბევრი მაგალითი არ მოგვეპოვება, აღნიშნული ფაქტიც კი ნათლად მეტყველებს კომპანიისთვის ქართველი მომხმარებლების მნიშვნელობაზე.

ჯანეტ ქერდიყოშვილი | ფოტო: მარიამ კაჩაშვილი

ხაზი უნდა გაესვას Twinset-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის მხრიდან ქართველი მომხმარებლების მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც. მაგალითად, ადგილობრივ ბაზარზე არ ვხვდებით მხოლოდ Twinset-ის უცხოურ კამპანიებს, არამედ სარეკლამო გადაღებები ეწყობა სპეციალურად ჩვენი ქვეყნისთვისაც, რომლებშიც ქართველი ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის ქართული მოდის წარმომადგენლები. ამჯერად ბრენდის კოლექცია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ და “მის საქართველო 2011-მა” ჯანეტ ქერდიყოშვილმა მოირგეს, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩნენ იმ მახასიათებლებს, რომელთა გამოც უყვართ და ირჩევენ Twinset-ს. 


თაკო ჩხეიძე | ფოტო: გიორგი პაპიძე

Twinset-ზე არსებულ მოთხოვნას და აღიარებას, რომელიც ბრენდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს მოპოვებული, სამოსსა და აქსესუარებში გამოვლენილი ელეგანტური და თანამედროვე სტილის უნიკალური სინთეზი, პრაქტიკულობა, ნამუშევრების სხვადასხვა გარემოებებთან თავსებადობა, მათ შესაქმნელად გამოყენებული ხარისხიანი, დელიკატური ქსოვილები, დეტალებზე გაკეთებული აქცენტი, იტალიური მოდის სტანდარტების დაკმაყოფილება და ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

© Twinset

თბილისის გარდა, საქართველოში Twinset-ის მაღაზია ფუნქციონირებს ბათუმშიც, შოთა რუსთაველის გამზირის 40 ნომერში.