Profbeauty-ის შესახებ ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილია. ეს არის კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა გაემრავალფეროვნებინა საქართველოს სილამაზის მარკეტი ევროპული და ამერიკული პრემიუმ ხარისხის, ინოვაციური ბრენდებით.
Profbeauty-ის კატალოგში გაერთიანებულია ძალიან ბევრი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი და პროდუქტი, როგორც კანის, ისე თმის მოვლის მიმართულებით. ამ სტატიაში კი, წარმოგიდგენთ TOP 10 ბესტსელერს, პროდუქტებს, რომელთა ინოვაციური ფორმულა გამოცდილი და აღიარებულია ექსპერტებისა და მომხმარებლების მიერ.
Matter of Fact – გამწმენდი და აღმდგენი გელ-ბალზამი

Matter of Fact გამწმენდი ბალზამი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ საერთაშორისოდ. “ამ გამწმენდი ბალზამით მაკიაჟის მოშორება ჩემი საღამოს კანის მოვლის რუტინის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია” – ამბობს ლორენ ბალსამო, Cosmopolitan -ის Beauty განყოფილების დირექტორი.
Matter of Fact – ნაოჭების + კანის ტექსტურის გასაუმჯობესებელი კონცენტრატი

თავის მოვლის ცნობილი გამოცემის, Self -ის მიერ Matter of Fact-ის ნაოჭების და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებელი კონცენტრატი დასახელებულია რეტინოლის შემცველ საუკეთესო შრატად.
111SKIN Black Diamond ნიღაბი ლიფტინგისა და გამკვრივებისთვის


111SKIN Black Diamond – თვალის კონტურის ნიღაბი


111Skin -ის სახისა და თვალის ნიღბები, რომლებიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო და ვარსკვლავების ერთ-ერთ შეუცვლელ პროდუქტად იქცა.
Matter of Fact-ის ანტი-ასაკობრივი დამატენიანებელი კრემი

Allure -ის გამარჯვებული პროდუქტი, როგორც წლის საუკეთესო ანტი-ასაკობრივი დამატენიანებელი სახის კრემი.
Maria Nila Head & Hair Heal შამპუნი და კონდიციონერი


გლობალური ბესტსელერი თმის მოვლის პროდუქტებში, Maria Nila-ს ბრენდის “Head & Hair Heal” შამპუნი და კონდიციონერი ასევე გახლავთ Allure -ის “Beauty Awards” -ის გამარჯვებული კომბინაცია.
It’s a 10 Miracle სპრეი ჩამობანვის გარეშე


“It’ A 10!” არის ბრენდი, რომლის დამფუძნებლის, თმის აღიარებული სტილისტის, ქეროლაინ არონსონის მიზანია ყველა პროდუქტი ფასდებოდეს, როგორც 10/10, ბრენდი, რომლის ერთ ბოთლში 10 სარგებელია და ბრენდი, რომელიც ქმნის ყველასთვის.

“საუკეთესო საერთო ჯამში / საუკეთესო თავის კლასში“ – ამ სიტყვებით ახასიათებს ვარსკვლავების სტილისტი, ჯონ რეიმანი BioTech Blowout ნიღაბს, რომელიც “ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ერთდროულად იცავს, აღადგენს და აუმჯობესებს თმას. ის აკეთებს ყველაფერს, რასაც სხვა ნიღბები აკეთებენ, თუმცა უკეთ და უფრო სწრაფად.“
აღსანიშნავია, რომ Profbeauty არ ატარებს ცდებს ცხოველებზე, ბიოდეგრადირებადი შეფუთვითა და სხვა მდგრადი მიდგომებით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში Beauty ინდუსტრიის განვითარებას, ეთიკური და ბუნებისთვის არასაზიანო გზებით.




