რაც უფრო იზრდება თმის მოვლის ინდუსტრია და მრავალფეროვანი ხდება პროდუქტების ჩამონათვალი, მომხმარებლებისთვის არჩევანის გაკეთება უფრო რთულდება. გამომდინარე აქედან, ინფორმაციის ქონა არსებულ გამოწვევებთან, ტრენდებთან და მიდგომებთან დაკავშირებით, ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანია. “2024-2029 წლებში, თმის მოვლის ინდუსტრია 18,28 მილიარდი დოლარით გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ბაზარი გარკვეულ სირთულეებს აწყდება, რომლებიც დაკავშირებულია თმის მოვლის პროდუქტებში გამოყენებულ ქიმიურ ინგრედიენტებთან.”- ვკითხულობთ TechNavio-ს კვლევაში, რომელიც თმის მოვლის ბიზნესის უახლეს ტენდენციებს ეხმიანება.
ქიმიური და მავნე ინგრედიენტებისგან თავის დაცვა შეგვიძლია დავასახელოთ იმის მიზეზად, რომ ბუნებრივი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად მომატებულია. კვლევებით დასტურდება, რომ სეგმენტი, რომელიც ახლა თმის მოვლის ბიზნესში ყველაზე მეტად იზრდება, პრემიუმ და ე.წ. სალონის ხარისხის პროდუქციაა. ინოვაციური ფორმულები და ტექნოლოგიები ამარტივებს თმის მოვლას, ამცირებს ალერგიისა და დაზიანების რისკებს. გამომდინარე აქედან, 2025 წელს, თმის მოვლის ტენდენციები ძირითადად კონცენტრირებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, ეკოლოგიურ მდგრადობაზე, გამჭირვალობასა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
საქართველოში თმის და თავის მოვლის პრემიუმ ბრენდებსა და პროდუქტებს Profbeauty წარადგენს. გარდა იმისა, რომ კომპანია თანამშრომლობს ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ, უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ინგრენდიენტებით გამდიდრებულ ბრენდებთან, ის ასევე არ ატარებს ცდებს ცხოველებზე, ბიოდეგრადირებადი შეფუთვითა და სხვა მდგრადი მიდგომებით, Profbeauty ხელს უწყობს საქართველოში Beauty ინდუსტრიის განვითარებას, ბუნებისთვის არასაზიანო გზებით. ამიტომ მომხმარებლებში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. Profbeauty-ის კატალოგში გამორჩეული ადგილი უკავია Leonor Greyl -ს, ბრენდს, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან თმის მოვლის ინდუსტრიაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. დაარსების დღიდან, ბრენდი პრიორიტეტად აქცევს სკალპის მოვლას. „მნიშვნელოვანია, რომ სკალპსაც ისე მოვუაროთ, როგორც სახეს“ – სწორედ ამ ფილოფოსიას ეყრდნობა Leonor Greyl-ის თმის მოვლის პროდუქტები.


ჯანსაღი სკალპი არის ძლიერი და ბზინარე თმის საფუძველი. გამომდინარე აქედან, 2025 წლის მთავარი ტენდენცია კვლავაც არის სკალპზე ზრუნვა. ეს ტრენდი შეგვიძლია დავუკავშიროთ კანის მოვლის და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში არსებულ მიდგომებსაც. ბოლო წლებში, სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კარგი მაკიაჟი იწყება კანის მოვლის პროდუქტებით და არ აქვს მნიშვნელობა როგორ დეკორატიულ კოსმეტიკას გამოვიყენებთ, თუ სახის კანის მოვლის რუტინა არ არის სწორად შერჩეული, ხანგრძლივ და ჯანსაღ შედეგს ვერ მივაღწევთ. ანალოგიურად, თმის მოვლის ინდუსტრიაშიც, უახლესი კვლევები და ტენდენციები ცხადჰყობს, რომ ჯანსაღი თმა იწყება სკალპის მოვლიდან. Leonor Greyl-ის თმის ზეთები და Rausch სკალპის მოვლის შამპუნები კი, თქვენს სკალპის მოვლის რუტინას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.


Rausch-ის წყალმცენარეების სკალპის მოვლის საშუალება, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის, აფერხებს სკალპში ცხიმის დაგროვებას და სხვა დადებით შედეგებთან ერთად, ახდენს ისეთი პრობლემის პრევენციას, როგორიცაა ზედმეტი ცხიმიანობისგან გამოწვეული თმისცვენა. აქვე გეტყვით, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ქალების 50%-ს თმის ცვენა აწუხებს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: სტრესი, ჰორმონული დარღვევები, ასაკობრივი ცვლილებები და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სკალპის არასათანადო მოვლა. ბაზრის კვლევის კომპანიის, Circana-ს 2024 წლის კვლევაში ნათქვამი იყო, რომ თმისცვენის და შეთხელების პრევენციის პროდუქტების რაოდენობა 34%-ით გაიზარდა. ბუნებრივია, რომ თმისცვენა 2025 წელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემაა.


Rausch-ის ჟენშენი კოფეინის ინტენსიური სითხე და შამპუნი შექმნილია თმის ცვენის ადრეული ნიშნებისთვის და პრევენციისთვის. ორივე პროდუქტი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას სკალპში და ხელს უწყობს, როგორც თმის ღერის გაძლიერებას, აგრეთვე ზრდას. 91% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები, არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს, ვეგანური – Rausch-ის ბრენდი პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას და საჭიროებას, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს აქვს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმართულება და ტენდენციები, რომლებიც თმის მოვლის მზარდ ბაზარზე შეიმჩნევა, პოზიტიურია, რამდენადაც ფოკუსი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხებისკენაა მიმართული და მომხმარებლის პრიორიტეტებიც დიდწილად ჯანსაღი და სწორია.