როდესაც საკუთარი თავის, ან საყვარელი ადამიანისათვის სამახსოვრო საჩუქრის არჩევაზე ვფიქრობთ, პირველი აქსესუარი გვახსენდება. სწორედ აქსესუარია ის ნივთი, რომელიც შესაბამისი ხარისხის შემთხვევაში, დროს უძლებს და ჩვენს მუდმივ თანამგზავრად იქცევა. უკვე მრავალი წელია, TI’ME ქართველ მომხმარებლებს აქსესუარების იმ ბრენდებს სთავაზობს, რომლებიც მსოფლიოში აქტუალობით და, რაც მთავარია, რეპუტაციით სარგებლობენ. თუმცა, ბრენდი, რომლის ახალი კოლექციაც TI’ME-მა ამჯერად წარადგინა, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. CITIZEN საათების მწარმოებელია, რომელიც სტილს, თანამედროვე ტრენდებს, კლასიკურ დახვეწილობას და პრაქტიკულობას ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და ეთიკურ მიდგომებთან აერთიანებს.
TI’ME უკვე მრავალი წელია, რაც CITIZEN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია და მის მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციას სთავაზობს. ამჯერად TI’ME-მა რუსთაველზე მდებარე მაღაზიის სივრცეში ახალი, სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი კოლექციის – MAY BELLS-ის პრეზენტაცია გამართა.
როდესაც CITIZEN-ს – მის ფილოსოფიას და იდენტობას ვეცნობით, ვხვდებით, თუ რა ოსტატურად ახერხებს ბრენდი, წარმოების ტრადიციები და ინოვაციური მიდგომები გააერთიანოს. დაარსებიდან 100 წლის შემდეგაც, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სრულყოფილებას და მესაათეების ხელით შექმნილ კრეატიულობას. ამავდროულად, ეს გამოცდილება თანამედროვე კონტექსტში არის გააზრებული.
MAY BELLS-ის პრეზენტაცია CITIZEN-ის და უშუალოდ ამ კოლექციის ინსპირაციით მოწყობილ სივრცეში გაიმართა. მისულ სტუმრებს დახვდათ ის გარემო, რომელმაც ბრენდის დახვეწილი ესთეტიკა კარგად წარმოაჩინა. MAY BELLS-ის პრეზენტაციაზე ბევრი საინტერესო დეტალი შევიტყვეთ, თუმცა თავდაპირველად თქვენს ყურადღებას კოლექციის ვიზუალურ იდენტობაზე გავამახვილებთ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკეთობაში არაერთ ფუნქციურ, თუ დელიკატურ დეტალს ვხვდებით, დიზაინი მაინც მინიმალისტური და დახვეწილია. ეს MAY BELLS-ის თითოეულ მოდელს უნივერსალურ აქსესუარად აქცევს, რომლის ინტეგრირება ნებისმიერი გარემოებისათვის განკუთვნილ ლუქშია შესაძლებელი. ახალი კოლექციის საათს მარგალიტის გარდამავალი ფერების ციფერბლატი აქვს, რომელზეც კლასიკად აღიარებული რომაული ციფრებია გამოსახული. ესთეტიკურ მახასიათებლებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საათი ბრილიანტის თვლებით არის შემკული.
ღონისძიების მთავარი და ძირითადი ნაწილი კოლექციის წარდგენას და ბრენდის ისტორიის გაცნობას დაეთმო. პრეზენტაციას TI’ME-ის ტრენერი და განვითარების მენეჯერი – ლანა ლაგვილავა უძღვებოდა.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ეკოლოგიურმა მდგომარეობამ ჩვენს პლანეტას რთული გამოწვევები შეუქმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწარმოებლების ეკომეგობრული სტრატეგია. ამ მხრივ CITIZEN მსოფლიოში გამორჩეული კომპანიაა – კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნიშა Eco-Drive მექანიზმია, რომელიც სინათლის ნებისმიერი წყაროთი იტენება და ელემენტის შეცვლას არასდროს საჭიროებს. კომფორტთან ერთად, Eco-Drive მექანიზმი გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ CITIZEN-ის სხვა კოლექციებშიც ხშირად შეხვდებით გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებულ დეტალებს, ლაბორატორიულად შექმნილ მარგალიტებს და ანანასის ტყავის ღვედებს. პრეზენტაციისას ჩვენთვის კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გაესვა ხაზი – CITIZEN მსოფლიო ბაზარზე შრომითი ურთიერთობების განსაკუთრებული ეთიკურობით არის ცნობილი. ის არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს უქმნის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, არამედ საქმიან პარტნიორებსაც ამ ნიშნით არჩევს. MAY BELLS-ის კოლექციაც ვიზუალთან ერთად, სწორედ ბრენდის ისტორიის და ღირებულებების მატარებელია, რაც მას კიდევ უფრო ძვირფას აქსესუარად აქცევს.
ლანა ლაგვილავამ Fashionholics-თან საუბრისას აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია TI’ME-ისათვის, წარმოადგენდეს CITIZEN-ს და იყოს იმ ისტორიის ნაწილი, რომელსაც ეს ბრენდი ქმნის.
ლანა ლაგვილავა, TI’ME-ის ტრენერი და განვითარების მენეჯერი:
“CITIZEN ეთიკურობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და მომავლის პროდუქტს ქმნის. როდესაც TI’ME მსგავს ბრენდს წარმოადგენს, ცხადია, ამ ფილოსოფიის ნაწილი ვხდებით და მას სრულიად ვიზიარებთ. MAY BELLS-ის კოლექცია საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ცხოვრების ფილოსოფია გამოვხატოთ, ამიტომაც ის თითოეული მომხმარებლისათვის განსაკუთრებულია”.
CITIZEN MAY BELLS- ის კოლექციაში წარმოდგენილი საათები კლასიკური დიზაინით და ინოვაციური მექანიზმით, მარადიული აქსესუარის სახელს იმკვიდრებს. კოლექციის დათვალიერება, მორგება და შეძენა TI’ME-ის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.
TI’ME-ის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მაღაზიის Facebook-ს, Instagram-ს და ოფიციალურ ვებ-გვერდს.