ჩინურ ვიდეო-პლატფორმას TikTok-ს ევროპელი მომხმარებლები მასობრივად უჩივიან სასამართლოში. მიზეზად პლატფორმის მხრიდან კრეატორების უფლებების დარღვევა და ზრდასრულთა კონტენტის გაუკონტროლებული ცირკულაციაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტიკტოკს სერიოზული მიზეზებით უჩივიან სასამართლოში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პლატფორმამ ვერ შეძლო პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

BoF

ევროპის მომხმარებელთა ჯგუფმა BEUC-მ ტიკტოკის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში აღნიშნა, რომ “მომხმარებელთა მომსახურების წესები გაუგებარი და ორაზროვანია და მხოლოდ ტიკტოკის ხელშეწყობაზე მუშაობს. ტიკტოკს შეუძლია კრეატორების ვიდეოები გამოიყენოს მათი თანხმობის გარეშე.”

ტიკტოკის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.