გადამყდველების ბაზარზე ლუი ვიტონის, შანელის და ერმესის ჩანთების ფასები დღითიდღე იზრდება. თუმცა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გაცილებით ხანმოკლე ისტორიის მქონე ბრენდი აჩვენებს – ამერიკული ბრენდის Telfar-ის ჩანთებს ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს. “ასეთი რამ პირველად ხდება,” აცხადებს “ლაქშერი” სეგმენტის გადამყიდველი კომპანიის, Rebag-ის წარმომადგენელი. სამშაბათს კომპანიამ 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდის ანგარიში წარადგინა. “მეორეულ ბაზარზე პირველად, ფასის ზრდის ყველაზე დიდი ინდექსი არამემკვიდრეობით ბრენდს აქვს.”
ერმესის ჩანთებს 102%-იანი ზრდა აქვს, ლუი ვიტონს – 82%, შანელს – 87%, ხოლო ტელფარს – 195%.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ტელფარისთვის ყველაზე წარმატებული კოლაბორაციები Ugg-თან, Eastpak-სა და Moose Knuckles-თან აღმოჩნდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ტელფარი თანამედროვე ბრენდების კატეგორიაშია, მათ ჩანთებზე მოთხოვნა ერმესის ჩანთებისას უტოლდება და ასწრებს კიდევაც. ვინაიდან ამ ჩანთების ყიდვა არც ისე ადვილია, მათი ტარების სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. შანელი და ლუი ვიტონი, მაგალითისთვის, ზრდიან ფასებს და ამცირებენ წარმოებას, რათა ღირებულება შეინარჩუნონ. ტელფარის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ბრენდს შეუძლია იმავე წარმატებას მიაღწიოს სწორი მარკეტინგული სვლებით.” ტელფარის ფასები საკმაოდ დემოკრატიულია, თუმცა მათ ვებ-საიტზე ჩანთები თითქმის ყოველთვის სრულად არის გაყიდული.
Rebag-ს თუ დავუჯერებთ, საუკეთესო საინვესტიციო ჩანთების სია ასე გამოიყურება; Რა თქმა უნდა, წამყვანია Telfar-ის Medium Shopping Tote, ასევე ლუი ვიტონის Monogram Canvas Bum Bag და შანელის Flap Top Handle Bag.