დახვეწილი და მრავალფეროვანი, ქალური და პრაქტიკული, ყოველდღიური და ამავდროულად გლამურულიც – ეს ის მახასიათებლებია, რამაც Stradivarius თანამედროვე ქალების ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად აქცია. მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებსა და სურვილებზე ორიენტირებული კოლექციებით, რომლებიც მოდაში მიმდინარე ტრენდებს იდეალურად ეხმიანება, ესპანური ბრენდი Stradivarius ბაზარზე არსებული მზარდი კონკურენციის პირობებშიც, ინარჩუნებს გამორჩეულ ადგილს ქალების გარდერობში.

21 ნოემბერს, ბრენდმა შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექცია თბილისში, რესტორან Leo -ს დახვეწილ და ჰარმონიულ გარემოში წარადგინა. განათებების ნაზი ტონი, თანამედროვე ინტერიერი, მყუდრო გარემო იდეალურად გამოხატავდა Stradivarius-ის ახალ კოლექციას. ატმოსფერო თანამედროვე ელეგანტურობის, კომფორტისა და შთაგონების ერთიან სივრცეს ქმნიდა. სტუმრებს შორის ქართული მოდისა და სტილის ინფლუენსერები იყვნენ.



ის რომ Stradivarius -ის კოლექციები არ არის მხოლოდ ტრენდული და ის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა, რაც ქალებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან საკუთარი პერსონალური სტილი და ააწყონ ლუქი, რომელიც მათ ინდივიდუალურ ხედვას გამოხატავს, საღამოს განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მიწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის მქონე ინფლუენსერები, მოდელები და კონტენტ კრეატორები იყვნენ, იდეალურად მოირგეს ბრენდის ახალი კოლექცია. ნათლად წარმოჩინდა, რომ ამჯერადაც, კოლექცია ადვილად ადაპტირდა თითოეული ქალის საჭიროებებსა და სურვილებზე.



მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნება და ტრენდულობა Stradivarius -ის ხელწერის ნაწილია და ყველა კოლექცია შეგვიძლია მარტივად ამ სიტყვებით დავახასიათოთ, უნდა ითქვას, რომ შემოდგომა/ზამთრის შემოთავაზება კიდევ უფრო გამოჰკვეთს თავდაჯერებული და თანამედროვე ქალის იმიჯს, რომელიც დახვეწილ და თამამ სილუეტებს იდეალურად უხამებს ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ Stradivarius -ის საქართველოში კომპანია Cenomi Retail Group წარადგენს. კოლექციების დათვალიერება და შეძენა კი, შეგიძლიათ ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: „თბილისი მოლში“, „სითი მოლში“, „ისთ ფოინთში“ და ბათუმში „გრანდ მოლში.“




