მას შემდეგ, რაც თბილისი აუთლეტ ვილიჯის პროექტი დაანონსდა, მან შოპინგის მოყვარულების დიდი ყურადღება მიიპყრო. 26 სექტემბერს კი, სივრცე ოფიციალურად გაიხსნა და პირველ მომხმარებლებს უმასპინძლა. თბილისი აუთლეტ ვილიჯი რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტ ვილიჯია და მის დამფუძნებლებს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ – პროექტი ქვეყნის მასშტაბით ახალი შოპინგ კულტურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ინფრასტრუქტურა, ფუნქციური კონცეფცია და განვითარების ხედვა ქმნის მოლოდინს, რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯი არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ საერთაშორისო სტუმრებისთვისაც ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების წერტილად იქცევა. თბილისი აუთლეტ ვილიჯში უკვე წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ლუქს-ბრენდი და მათი შეძენა სპეციალური ფასდაკლებით არის შესაძლებელი.


გარდა შოპინგ-გამოცდილებისა, აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს სთავაზობს გასტრონომიულ ზონებსა და საგანგებოდ დაგეგმილ საჯარო სივრცეებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სასიამოვნოდ გაატარონ დრო.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის გახსნას წინ უძღოდა არაერთი აქტივობა, მათ შორის ექსკლუზიური ტური, რომელმაც სტუმრებს ოფიციალურ გახსნამდე მისცა შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ სრულიად ახალი სივრცე. ტურში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო სპეციალურ ბმულზე რეგისტრაციის გავლით, რომელიც თბილისის აუთლეტ ვილიჯის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.


გახსნის ღონისძიება 3-დღიან ფესტივალის ფორმატში გაგრძელდება, სადაც სტუმრებს მუსიკის, გასართობი აქტივობების და განსაკუთრებული შოპინგ-გამოცდილების თანხლებით შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაიცნონ თბილისი აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია.
უნდა აღინიშნოს, რომ აუთლეტ ვილიჯი, როგორც მსოფლიოში პოპულარული კონცეპტუალური შოპინგ-სივრცე, მხოლოდ სავაჭრო დანიშნულებით არ შემოიფარგლება – ის ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის ცხოვრების წესსა და საჭიროებებს.




