ახალი წლის მოახლოებასთან ერთად შოპინგის მნიშვნელობა იცვლება. ის აღარ არის მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენის პროცესი, არამედ საჩუქრების არჩევის, განწყობის შექმნისა და დროის სასიამოვნოდ გატარების ერთგვარი რიტუალი ხდება. წინასაახალწლო შოპინგი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოცდილებაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სადღესასწაულო ფასდაკლებები და სპეციალური აქციებია. განსაკუთრებული შეთავაზებებითა და აქციებით, სწორედ ამ სასიამოვნო გამოცდილებაზე ზრუნავს თბილისი აუთლეტ ვილიჯი.
27 დეკემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯში საშობაო ღონისძიება გაიმართება. სივრცე სტუმრებს ცოცხალი მუსიკით, სადღესასწაულო ატმოსფეროთი და სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული სიურპრიზებით ხვდება. საახალწლო სეზონზე აუთლეტ ვილიჯს მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეც აქვს: სივრცეში უკვე გაიხსნა ახალი მაღაზიები, მათ შორის: New Trend, Zadig & Voltaire, Calvin Klein, Kids and Jeans Gallery და Salle De Mode. განახლებული სელექცია ნიშნავს იმას, რომ საახალწლო შოპინგი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა – აქ ყველა ასაკისა და სტილის მომხმარებელი შეძლებს სასურველი ნივთის შერჩევას.

თბილისი აუთლეტ ვილიჯის სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ 27 და 28 დეკემბერს: ამ ორი დღის განმავლობაში, 25 შერჩეულ მაღაზიაში თიბისის კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30% ულიმიტოდ, მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არიან: Pollini, Sani Optics, DKNY, Pinko, Bimba y Lola, Adolfo Dominguez, Calvin Klein, Lee | Wrangler, Zadig & Voltaire, Regalia, New Trend, Va Bene, Samsonite, Shoes Plaza, Ecco | Geox, Puma, Nike, Adidas, Giordano, Kids and Jeans Gallery, Remember, Funky Buddha, Alfaparf Milano Professional და Lutecia.


საახალწლო პერიოდში თბილისი აუთლეტ ვილიჯი ნამდვილ მინი-ქალაქად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, აქ შეგვიძლია რუტინულ გარემოს მოვწყდეთ და შოპინგი დასვენების, განტვირთვისა და სადღესასწაულო განწყობის შექმნის საშუალებად ვაქციოთ.




