პრინცესა დაიანას შესახებ დაანონსებული ბიოგრაფიული ფილმის გადასაღები მოედნიდან, კიდევ ერთი ახალი ფოტო გავრცელდა, რომელზეც მთავარი როლის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტია აღბეჭდილი. მას შემდეგ, რაც ემა კორინმა ნეტფლიქსის სერიალში ლედი დის გმირი წარმატბით განასახიერა და ოქროს გლობუსი მიიღო, მაყურებლის ყურადღება ახლა დაიანას ახალი პერსონაჟისაკენ არის მიმართული. გარდა ლედი დისათვის დამახასიათებელი ვარცხნილობისა, ფოტოზე მის ცნობილ საქორწინო ბეჭედსაც ვხედავთ.

დაანონსებული კინოსურათი, სახელწოდებით Spencer მაყურებელს დაიანას ცხოვრების ერთ კონკრეტულ მონაკვეთს წარმოუდგენს – სიუჟეტი 1991 წელს, სამწფო ოჯახში საშობაო დღესასწაულის პერიოდში ვითარდება. ფილმის პრემიერა 2021 წლის შემოდგომის ბოლოს გაიმართება. კინოსურათის პირველი ოფიციალური ტრეილერის გამოქვეყნების თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.